სამუშაო ვერსია, ექვემდებარება იურიდიულ შემოწმებას. ეს ტექსტი არ არის საბოლოო.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲬᲐᲨᲐᲚᲝᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘ

ბოლოს განახლდა: 2026 წლის 7 ოქტომბერი

თუ თქვენ იყენებთ MARTIVI BUSINESS-ის აპლიკაციას

თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი ანგარიში აპლიკაციაში: გახსენით „პარამეტრები“, შემდეგ „ანგარიში“ და „ანგარიშის წაშლა“. თქვენი ანგარიში და პერსონალური მონაცემები წაიშლება, გარდა იმ ჩანაწერებისა, რომელთა შენახვასაც კანონი გვავალდებულებს.

თუ აპლიკაციით სარგებლობას ვერ ახერხებთ, მოგვწერეთ მისამართზე [email protected] თქვენს ანგარიშზე მიბმული ელფოსტიდან ან ტელეფონის ნომრიდან და მოითხოვეთ თქვენი ანგარიშის წაშლა.

თუ თქვენ მაღაზიას მიწერეთ Messenger-ში ან Instagram-ზე

მაღაზიები, რომლებიც იყენებენ MARTIVI BUSINESS-ს, წყვეტენ, თუ როგორ გამოიყენება თქვენი მონაცემები. თქვენი შეტყობინებებისა და შეკვეთის დეტალების წასაშლელად, მიწერეთ მაღაზიას, ან მოგვწერეთ ჩვენ მისამართზე [email protected] და მიუთითეთ მაღაზიის სახელი და თქვენი Facebook-ის ან Instagram-ის ანგარიშის სახელი. ჩვენ თქვენს მოთხოვნას გადავცემთ მაღაზიას და უზრუნველვყოფთ მის შესრულებას.

აპლიკაციის წვდომის გაუქმება Facebook-ზე

თქვენს Facebook მონაცემებზე მაღაზიის ან MARTIVI BUSINESS-ის წვდომის გასაუქმებლად, გადადით Facebook-ის პარამეტრებში, შემდეგ განყოფილებაში „აპლიკაციები და ვებსაიტები“, აირჩიეთ MARTIVI BUSINESS და წაშალეთ. ამის შემდეგ, გამოგვიგზავნეთ წაშლის მოთხოვნა ზემოთ აღწერილი წესით.

შემდგომი პროცედურა

ჩვენ ვადასტურებთ თქვენს მოთხოვნას და ვასრულებთ წაშლას 30 დღის განმავლობაში. Backups-ები ავტომატურად წაიშლება მომდევნო 30 დღის განმავლობაში. ჩანაწერები, რომელთა შენახვასაც კანონი მოითხოვს, მაგალითად, ინვოისები, ინახება მხოლოდ კანონით დადგენილი ვადით.